ნინო ბაციაშვილი ჯადრაკის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

© photo: Sputnik / Vitaly Karpov / გადასვლა მედიაბანკშიშახმატი
შახმატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოჭადრაკის აქტივში 5.5 ქულაა. მის შემდეგ არიან რუმინელი მიხაელა სანდუ (5 ქულა) და რუსი ეკატერინა კოვალევსკაია (4.5 ქულა).

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა ერთპიროვნულად დაიკავა ლიდერის პოზიცია ტურნირის დაფაზე ჩაქვში მიმდინარე ქალთა შორის ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შემდეგ.

 ქართველი მოჭადრაკის აქტივში 5.5 ქულაა. მის შემდეგ არიან რუმინელი მიხაელა სანდუ (5 ქულა) და რუსი ეკატერინა კოვალევსკაია (4.5 ქულა). საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი – მერი არაბიძე მე–9 ადგილზეა.

 მე–7 ტურში ნინო ბაციაშვილი უნგრეთის წარმომადგენელ ხოანგ თან თრანგს ეთამაშება. მერი არაბიძის მეტოქე კი – რუსი ოლგა გირია. ჩემპიონატი 30 მაისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0