თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სახელმწიფო დუმის დეპუტატები ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრების მუდმივმოქმედი სემინარის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” პარლამენტის ქვედა პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით.
საპარლამენტო კრების მუდმივმოქმედი სემინარი პარლამენტარების ინიციატივით შეიქმნა და მუშაობას 2006 წლიდან შეუდგა. ტრადიციულად, სემინარი ბელარუსის და რუსეთის ინტეგრაციის მომხრეებს კრებს.
”სახელმწიფო დუმის დეპუტატები ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრების მუდმივმოქმედი სემინარის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. სემინარი 27-28 მაისს მინსკში გაიმართება და ბელარუსის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობების შემდგომი ჰარმონიზაციის საკითხებს მიეძღვნება”, — აღნიშნულია განცხადებაში.
მოკავშირე პარლამენტარების გარდა სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე სახელმწიფოს მუდმივი კომიტეტის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის პროფილური სამინისტროების და უწყებების, ორივე ქვეყნის საქმიანი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
”სხდომის შედეგების მიხედვით, როგორც მოსალოდნელია, შემაჯამებელი დოკუმენტი მომზადდება პრაქტიკული რეკომენდაციებით”, — აღნიშნულია სახელმწიფო დუმის ვებ-გვერდზე.