თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მზადება მიმდინარეობს

გამოწერა
ამ დღეს თავისუფლებისა და ვარდების რევოლუციის მოედნებზე სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის მზადება მიმდინარეობს, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ ორ წელს, გადაწყვიტა არ ჩაატაროს სამხედრო აღლუმი. დღესასწაული აღნიშნება მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებით, რომლებშიც ქვეყნის მოსახლეობა მიირებს მონაწილეობას – კონცერტებითა და სამრეწველო მიღწევათა გამოფენებით. თუმცა სამხედრო ელემენტები ზეიმზე მაინც იქნება. ამ დღეს თავისუფლებისა და ვარდების რევოლუციის მოედნებზე სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია გაიმართება, ქართული არმიის ახალწვეულთა ქვედანაყოფები საზეიმოდ დადებენ ფიცს, თბილისის თავზე გადაიფრენს საქართველოს საჰაერო–სამხედრო ძალების შვეულმფრენები და თვითმფრინავები. ვიდეოზე: თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ზეიმისთვის ემზადებიან.

ყველა ახალი ამბავი
0