მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანჯეი დუდა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ 51 საარჩევნო ოლქიდან 46–ში ანჯეი დუდამ ხმათა 52,46% დააგროვა, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი – 47,54%.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „უფლება და სამართლიანობა“ კანდიდატი ანჯეი დუდა დამაჯერებლად იმარჯვებს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, იუწყება“რია ნოვოსტი“ სახელმწიფო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ხმათა 90%–ზე მეტის დამუშავების შემდეგ.

გასულ კვირას ქვეყანაში სახელმწიფო მეთაურის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო  ბიულეტენებში შეყვანილი იყვნენ ანჯეი დუდა და პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი. წინასწარი ინფორმაციით, exit poll-ის  თანახმად, ანჯეი დუდას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,0%–მა, ხოლო ბრონისლავ კომოროვსკის – 48,0%–მა.

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ 51 საარჩევნო ოლქიდან 46–ში დუდამ ხმათა 52,46% დააგროვა, კომოროვსკიმ კი – 47,54%.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ  53,96% შეადგინა.  წინასწარი ინფორმაციით,  საბოლოო ოფიციალურ მონაცემებს პოლონეთის საარჩევნო კომისია ორშაბათს საღამოს გამოაქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0