სააკაშვილის პარტიის რიგებს ოთხი დეპუტატი ტოვებს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის რიგები დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების სამმა მოადგილემ.

თბილისი, 25 მაისი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის 4 დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ტოვებს. ამის შესახებ ორშაბათს, 25 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის რიგები "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარლამენტის წევრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მელაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაადასტურეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ. 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მელაძემ, ხაჩიძემ, კუბლაშვილმა და ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის რიგების დატოვების შესახებ, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ. ჩვენ ოფიციალურ კომენტარს მათი მომართვის შემდეგ გავაკეთებთ“, — განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.


ყველა ახალი ამბავი
0