მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თედო ჯაფარიძე რიგის სამიტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ-ქვეყანათა ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო კავშირების საკითხებში კომიტეტების თავმჯდომარეები და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები.

თბლისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ორშაბათს, 25 მაისს მონაწილეობას მიიღებს რიგაში გამართულ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგების შემაჯამებელ შეხვედრაში, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს–სამსახური. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი რიგაში 21–22 მაისს გაიმართა. სამიტის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, მისი მონაწილეები „თბილად მიესალმნენ“ საქართველოსა და  უკრაინის პროგრესს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციაში.   

 „შეხვედრას ლატვიის სეიმის ევროპის საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტები მასპინძლობს. მასში მონაწილეობას მიიღებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 შემდეგი სამიტი, სავარაუდოდ, 2017 წელს ჩატარდება. იგი შეაფასებს გასულ პერიოდში მიღწეულ შედეგებს და მონიშნავს პარტნიორობის ფარგლებში წინსვლას, ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან ბოლო სამმა ქვეყანამ 2014 წელს უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შე თანხმებას. 


ყველა ახალი ამბავი
0