მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მასმედია: ევროკავშირი რუსეთთან დაპირისპირებას თავს არიდებს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ყველა ქვეყანა მზად არ არის რუსეთთან ურთიერთობები მსხვერპლად შესწიროს და ევროკავშირის კართან მდგარი აღმოსავლელი მეზობლების გულისთვის , „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა მოსკოვთან ურთიერთობების გართულების კიდევ ერთ საბაბად აქციოს, იუწყება სააგენტო Reuters.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტი ევროკავშირისთვის განხეთქილების ვაშლად იქცა, რომლის წევრებიც მოსკოვთან ურთიერთობებში ვერ გარკვეულან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნები, ისეთები, როგორიცაა ესტონეთი, ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა მოსკოვთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა დაიჭიროს და უკრაინის, საქართველოსა და  მოლდავეთისთვის კარი გახსნას.

თუმცა დასავლეთევროპელი გადამხდელები ევროკავშირის გაფართოების ხარჯების ზრდას შიშობენ, განსაკუთრებით ვალებში ჩაფლული 45 მილიონიანი მოსახლეობის მქონე უკრაინის შემოერთების შემთხვევაში. არსებული ვითარებების  გათვალისწინებით, ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად ანგელა მერკელი, რომელიც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს, უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ლიდერების მისწრაფებებს  ”ცრუ მოლოდინებს” უწოდებს.

მერკელის მსგავსად ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ხაზს უსვამს აღმოსავლელი მეზობლების ევროკავშირის წევრობის შესახებ საკითხის გადაუჭრელობას. საფრანგეთის ლიდერმა, აღნიშნა რა ევროკავშირის სამხრეთ ფლანგზე რიგი პრობლემები, ასევე მიგრაციის არაკონტროლირებადი ნაკადი ხმელთაშუა ზღვის საშუალებით და კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რუსეთთან გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობზე გაამახვილა ყურადღება. 

”ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა რუსეთთან კიდევ ერთ კონფლიქტად არ უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ეროკავშირსა და რუსეთს მომავლისკენ მიმართული დიალოგის წარმართვა შეუძლიათ”, — განაცხადა მან.

უფრო მეტიც, ზოგიერთი დიპლომატი, რომლებიც რიგის სამიტს ამზადებდნენ, ვარაუდობენ, რომ დროა, ”აღმოსავლეთ პარტნიორობას” ბოლო მოეღოს, რადგანაც ამ მოკრძალებულმა პროექტმა ცივი ომის სტილის ბობოქარი რიტორიკა  და 2013 წელს ვილნიუსის სამიტის შემდეგ რეალური სისხლისღვრა გამოიწვია. 

”ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ეს პროექტი უნდა გავაუქმოთ, — განაცხადა ერთ-ერთმა ევროდიპლომატმა, — რუსეთმა სიტყვითაც და საქმითაც გვიჩვენა, რომ ”აღმოსავლეთ პარტნიორობას” მის წინააღმდეგ მიმართულ გეოპოლიტიკურ პროექტად თვლის. ევროკავშირი კი გეოპოლიტიკით არ არის დაკავებული”.


ყველა ახალი ამბავი
0