საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესაძლებელი იქნება პირადი ცხოვრების „დაცვა“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სხვა სამინისტროებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ცალკე კუთხით იქნება წარმოდგენილი.

თბილის, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, ყველა მსურველს საშუალება ექნება ხელი მოაწეროს დეკლარაციას პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ. ამის შესახებ ორშაბათს, 25 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი იტყობინება. 

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სხვა სამინისტროებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ცალკე კუთხით იქნება  წარმოდგენილი.

 „ინსპექტორის აპარატი შესთავაზებს სტუმრებსა და პოლიტიკოსებს ხელი მოაწერონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეკლარაციას. დეკლარაციაში აღნიშნული და განსაზღვრულია ის ძირითადი თეზისები, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. მისი ხელმოწერით, მოქალაქეები და პოლიტიკოსები გამოხატავენ მზადყოფნას დაიცვან თავიანთი პირადი ცხოვრება და პატივი სცენ სხვისას“ — ნათქვამია ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კუთხესთან შესაძლებელი იქნება პროფესიონალური კონსულტაციის მიღება სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე, ტელეფონის გაწმენდა ვირუსებისგან და სარეკლამო შეტყობინებების მიღების დაბლოკვა. 

უყურადღებოდ არც ბავშვები დარჩებიან. მათ კლოუნები და ილუზიონისტები გაართობენ. 


ყველა ახალი ამბავი
0