პუტინი: რუსეთი შეიარაღების ბაზარზე მეორე ადგილზეა აშშ–ის შემდეგ

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის წილი შეიარაღების ბაზარზე 27%–ს შეადგენს. სახელმწიფოს მეთაურმა დაამატა, რომ გასული წლის შედეგების მიხედვით, სამხედრო დანიშნულების რუსული პროდუქციის ექსპორტმა 15.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. რუსეთი მსოფლიო შეიარაღების ბაზარზე მეორე ადგილზეა. მისი წილი 27%–ს შეადგენს. აშშ ლიდერობს 31%–ით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთის საექსპორტო შეკვეთების პორტფელი შეიარაღების ბაზარზე სტაბილურია და 50 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. თუმცა სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ წინსვლაა საჭირო. 

"რუსეთი იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგების კუთხით მსოფლიო ლიდერთა სიაში დამაჯერებლად იკავებს მეორე ადგილს და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული მიღწევაა ასეთ რთულ და დინამიურად განვითარებად ბაზარზე. საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემების თანახმად, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები. მათ ბაზრის 31% უკავიათ. რუსეთი, როგორც უკვე ვთქვი, მეორე ადგილზეა ბაზრის 27%–ით. ყველა სხვა მონაწილე შესამჩნევად ჩამორჩება“, – თქვა პუტინმა რუსეთის ფედერაციის უცხოეთის სახზელმწიფოებთან სამხედრო–ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის კომისიი სხდომაზე. 

მან აღნიშნა, რომ გასული  წლის შედეგების თანახმად, რუსული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტმა 15.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და  ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად დგას ამ ნიშნულზე. 

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ საგრძნობი ეფექტი გამოიღო სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის სამართლებრივი სისტემის ოპტიმიზაციის ზომებმა, გასულ წელს შესამჩნევად გამარტივდა ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღების წესი, ხოლო რუს მეწარმეებსა და უწყებებს უფრო გაუმარტივდათ უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი. 

„2014 წელს ხელი მოეწერა 14 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ახალ კონტრაქტებს. დღეისათვის საექსპორტო შეკვეთების პორტფელი სტაბილურია და 50 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, რაღა თქმა უნდა, უნდა ვიმოძრაოთ წინ,  თამასა უფრო მაღლა უნდა ავწიოთ, უნდა შევქმნათ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი თაობა, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოვუმზადოთ ღირსეული ცვლა, განვამტკიცოთ რუსეთის პოზიციები გლობალურ ბაზრებზე“, – აღნიშნა პუტინმა. 


ყველა ახალი ამბავი
0