იანვარ-აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9 %-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიელექტროგადამცემი ანძა
ელექტროგადამცემი ანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 347 მლნ. კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი - 71,5 მლნ.კვტ.სთ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. 2015 წლის  იანვარ-აპრილში დანაკარგების გაუთვალისწინებლად მოხმარებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ 3 742 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, რაც თითქმის 9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 3 818,6 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. 

 ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, იანვარ-აპრილში პირდაპირმა მომხმარებლებმა 476,3 მილიონი კვტ.სთ ხოლო ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებმა — 3 189,7 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღეს.

 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს თბოელექტროსადგურებისა და ასევე სეზონური და მარეგულირებელი სადგურების მიერ გამომუშავებულია 3 422,2 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია. 

 2015 წლის იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 347 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. ექსპორტმა კი — 71,5 მლნ.კვტ.სთ.

 2014 წელს საქართველოში სულ ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გაუთვალისწინებლად 10 773,8 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდს (10140,6მლნ. კვტ.სთ.) 6,2%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 11 005,5 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0