მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ევროვიზიამ“ ჩერნოგორიისა და მაკედონიის ხმებს დისკვალიფიკაცია მისცა

© Public Domainევროვიზია – 2015
ევროვიზია – 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება ჩერნოგორიისა და მაკედონიის მიერ კონკურსანტებისთვის ქულების დაწერის წესის დარღვევის გამო მიიღეს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია – 2015“ კიდევ ერთმა სკანდალმა მოიცვა. კონკურსის ორგანიზატორებმა ჩერნოგორიისა და მაკედონიის ხმის მიცემის შედეგები გააუქმეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ბრიტანული მედიის ბმულის საშუალებით.

ორგანიზატორების თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ხმების დათვლის წესის დარღვევის გამო მიიღეს. ზოგადად, კონკურსზე მიღებული ხმების რაოდენობიდან  50%–ს ჟიურის შეფასება, 50%–ს  კი მოქალაქეთა ხმები შეადგენს.  ამ ორმა ქვეყანამ კი მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის ხმების შედეგები წარადგინა.

ხმების ხელახალ დათვლას „ევროვიზიის“ შეჯამებაზე არ უმოქმედია. პირველი ადგილი შვედმა მონს სელმერლიოვმა შეინარჩუნა. მეორე ადგილი რუსმა პალინა გაგარინამ დაიკავა, – წერს ტაბლოიდი.


ყველა ახალი ამბავი
0