მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ევროვიზია 2015“-ის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი გახდა

ნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა პოლინა გაგარინამ დაიკავა, მესამეზე კი იტალიური ჯგუფი II Volo გავიდა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. „ევროვიზია 2015“-ის რიგით მესამოცე სასიმღერო კონკურსის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მონს სელმერლევი  გახდა. კონკურსის ფინალი შაბათს ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.

მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა პოლინა გაგარინამ დაიკავა, მესამეზე კი იტალიური ჯგუფი II Volo გავიდა.

ქართველმა მომღერალმა ნინო სუბლატმა მე-11 ადგილი დაიკავა. ყველაზე დიდი ქულები მან სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან მიიღო.

კონკურსის ფინალში 27 ქვეყანა მონაწილეობდა. მონაწილენი შემდეგი თანმიმდევრობით წარდგნენ მაყურებლის წინაშე: სლოვენია, საფრანგეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდ ბრიტანეთი, სომხეთი, ლიტვა,  სერბეთი, ნორვეგია, შვეცია, კვიპროსი, ავსტრალია, ბელგია, ავსტრია, საბერძნეთი, ჩერნოგორია, გერმანია, პოლონეთი, ლატვია, რუმინეთი, ესპანეთი, უნგრეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ალბანეთი, იტალია.


ყველა ახალი ამბავი
0