ევროკავშირთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7%-ით შემცირდა

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 3 015 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 838 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

 აქედან ექსპორტი 206 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 632 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები).

 საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი).  ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 32 პროცენტი).

 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 3 015 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ყველა ახალი ამბავი
0