თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მინსკი ”აღმოსავლეთ პარტნიორობას” არასდროს გამოიყენებს იმისათვის, რომ რუსეთის საზიანოდ ევროკავშირისგან სარგებელი მიიღოს, განაცხადა ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ, იუწყება სააგენტო РИА Новости.
”თქვენ, ალბათ, იცით ჩვენი პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ უსარგებლოა ბელორუსიაზე ზეწოლა მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხრიდან – აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. დიახ, ჩვენთან, რა თქმა უნდა, იყო დისკუსიები და საუბრები ამ თემასთან (აღმოსავლეთ პარტნიორობა) დაკავშირებით ჩვენს რუს მეგობრებთან. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, მათ — თავისი სიფრთხილე”, — განაცხადა მაკეიმ.
”მაგრამ ჩვენ ყოველთვის პატიოსანი და გულწრფელი ვიყავით როგორც ევროპის კავშირთან, ისე ჩვენს რუს მოკავშირეებთან იმაში, რომ ჩვენ ამ ინიციატივას (აღმოსავლეთ პარტნიობას) არასდროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან მეგობრობა უზრუნველვყოთ რუსეთის საზიანოდ და პირიქით. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევანის გაკეთებას — ან ეს/ან ის — მეგობრობა გვინდა ამათთანაც და იმათთანაც”, — უპასუხა ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – „იყო თუ არა რუსეთის მხრიდან მინსკზე ზეწოლა“.