თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 2017 წელს გაიმართება, ადგილი ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული, ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, იუწყება სააგენტო РИА Новости.
„რიგის სამიტის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ შემდეგი სამიტი 2017 წელს ჩატარდება, რომელიც შეაფასებს გასული დროის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და მონიშნავს პარტნიორობის ფარგლებში წინსვლას", ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 21–22 მაისს რიგაში ჩატარდა. ის ითვალისწინებდა ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. უკანასკნელმა სამმა ქვეყანამ გასულ წელს ევროკავშირთან პარტნიორული ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სამიტში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებმა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა და ასევე პროგრამაში შემავალი ქვეყნების პირველმა პირებმა.