მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო უსამართლობად მიიჩნევს რიგის სამიტზე რუსეთის კრიტიკას

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აღშფოთებულია იმით, რომ რიგის სამიტის მონაწილეები „აპირებენ რუსეთს სამარცხვინო დამღა დაასვან ყველა დოკუმენტში, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც".

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს უსამართლოდ მიაჩნია რუსეთის კრიტიკა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მაშინ, როდესაც ის იქ არ იმყოფება, იუწყება „რია ნოვოსტი“.

ევროკავშირის სამიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რიგაში 21–22 მაისს ტარდება. პროგრამაში მონაწილეობენ აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მანამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი აცხადებდა, რომ მოსკოვის რეაქცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმართ იქნებოდა მკაცრი და პრინციპული, ვინაიდან ამ შეხვედრას აშკარა ანტირუსული მიმართულება აქვს.

 „რუსეთი არ შედის „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“. რატომ უნდა უბაგუნონ რუსეთს მის დაუსწრებლად, მათ შორის ყირიმის გამო?“ – განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს მინსკში გამართულ ბელორუსიის პროფკავშირების ფედერაციის ყრილობაზე. „ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ იმისა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ვინმეს წინააღმდეგ იყოს მიმართული“, – ხაზი გაუსვა მან.

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აღშფოთებულია იმით, რომ რიგის სამიტის მონაწილეები „აპირებენ რუსეთს სამარცხვინო დამღა დაასვან ყველა დოკუმენტში, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც".  „რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგნი? ჩვენ ხომ თავი წარმოვაჩინეთ როგორც ადგილმა, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოთა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ომი (უკრაინაში). მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, ერთად გამოვიდეთ რუსეთის წინააღმდეგო“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მან ყურადღება გაამახვილა, რომ ასეთ შემთხვევაში ბელორუსია სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის დასარეგულირებლად მოლაპარაკებათა ნეიტრალური მოედნის იმიჯს დაკარგავს.


ყველა ახალი ამბავი
0