თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ევროკავშირმა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა ქვეყნებმა დიფერენცირებული ურთიერთობების განვითარების ინტერესი გამოხატეს, განაცხადა ევროსაბჭოს მეთაურმა დონალდ ტუსკმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„დღეს ყველა ჩვენგანმა დავადასტურეთ საერთო ინტერესი ყველა ჩვენს პარტნიორთან გავაგრძელოთ ძლიერი და უფრო მჭიდრო დიფერენცირებული ურთიერთობების გაღრმავება, რაც მათ დაეხმარებათ უფრო მყარად დადგნენ სტაბილურობისა და რეგიონის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების წინააღმდეგ და გააკეთონ სუვერენული არჩევანი“, – განაცხადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა.