მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილი: საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნები ვერ შეასრულა

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობას სულ არ ადარდებს, ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ.

 

 

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველომ ვერ შეძლო შეესრულებინა ის კრიტერიუმები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებისთვის არის საჭირო, განაცხადა ხუთშაბათს, 21 მაისს რიგაში, სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

 სააკაშვილი რიგაში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შესახვედრად გაემართა. შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ იყო ორგანიზებული.

 სამიტი 21-22 მაისს იმართება. მასში ევროკავშირის 28 ქვეყნის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მაღალი თანამდებობების პირები იღებენ მონაწილეობას.

 „ვფიქრობ, ძალიან კონკრეტულად ითქვა, რომ ამას თავისი პოლიტიკური მიზეზები აქვს. საქართველომ ვერ შეძლო იმ კრიტერიუმების შესრულება, რომლებიც ამისთვისაა აუცილებელი (ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის). მთავარია, რომ საქართველოს მთავრობას სულ არ ადარდებს, ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. თვითონ ხომ დადიან?!..  ხალხი მშიერია, ხალხს შემოსავალი არა აქვს, დაკარგულია სამუშაო ადგილები და ლუკმა-პურისთვის ისინი მზად არიან, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდნენ, მაგრამ ისინი (მთავრობა) ამ უკანასკნელ შესაძლებლობასაც ართმევენ“, — განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს. 

 უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით „ტექნიკური ამოცანების დასრულების“ კონკრეტული ვადები იქნება მითითებული.

 ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის ძირითადი 15 მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის მეოთხე ბლოკის (მეორე ფაზის) შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი არსებითია.


ყველა ახალი ამბავი
0