მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისარი: თბილისსა და კიევს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ

© фото - public domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარი იოხანეს ხანი თვლის,რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები ერთის მხრივ მოლოდინებზეა დამოკიდებული, მეორეს მხრივ კი იმ წინსვლებზე, რომელიც ქვეყანამ თავად უნდა აჩვენოს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინას მოუწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობის შესრულება იმისთვის, რომ ევროკავშირმა მათთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოახდინოს. განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოხანეს ხანმა 21 მაისს რიგაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 ხუთშაბათს რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი გაიხსნა. სამიტში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნისა და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და სომხეთის ლიდერები. საქართველოს დელეგაციას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე  მეთაურობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

 „ევროკავშირთან პარტნიორობა ეს არ არის გასასვლელი მხოლოდ ერთი მხრიდან, არამედ ორმხრივი გზაა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რამოდენიმე მნიშვნელოვანი პირობის შესრულება, იმისთვის რომ საქართველომ და უკრაინამ შედეგად დადებითი შეფასება მიიღონ ვიზა-ლიბერალიზაციისათვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ევროსაბჭოში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“ — განაცხადა ხანმა. 

 ამასთან ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პერსპექტივები ერთის მხრივ მოლოდინებზეა დამოკიდებული და მეორეს მხრივ იმ წინსვლებზე, რაც ქვეყანამ თავად უნდა აჩვენოს.

 ევროკომისიის 2015 წლის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოქმედების გეგმის (VLAP) მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან 7 შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, VLAP —ის მოთხოვნათა მეოთხე ბლოკის (მეორე ფაზა-რედ.შენ.)  შესრულების თვალსაზრისით, არსებითია. 

ყველა ახალი ამბავი
0