„Sputnik“ აზერბაიჯანშიც ამოქმედდა

გამოწერა
ახალი პორტალი აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე იმუშავებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ახალი ამბების მულტიმედიურმა სააგენტომ Sputnik საინფორმაციო პორტალის აზერბაიჯანში ამოქმედების შესახებ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე იმუშავებს.

 რესურსის, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია ru.sputnik.az და sputnik.az მისამართებზე, დანიშნულებაა წარმოადგინოს აქტუალური საერთაშორისო თემების შესახებ მოსაზრებათა სრული მრავალფეროვნება. 

 რუსულ და აზერბაიჯანულ ენოვანი პორტალი შეავსებს Sputnik–ის საინფორმაციო რესურსების ზოლს, რომლებიც უკვე ინგლისურ, ფრანგულ, სერბულ, პორტუგალიურ, არაბულ, ჰინდი, პოლონურ, იტალიურ, ჩეხურ, ვიეტნამურ, იაპონურ, კორეულ, ფარსი, ურდუ, დარი, პუშტუ, ქურთულ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფინურ, გერმანულ, ესპანუ, ჩინურ, თურქულ, ბელორუსულ, მოლდავურ, ქართულ და ყირგიზულ ენებზე მუშაობს.

 Sputnik-ის საიტები მრავალპოლარული მსოფლიოს სურათს აღწერს და გათვლილია იმ აუდიტორიაზე, რომელსაც მრავალი ალტერნატიული მოსაზრების შეჯერება აინტერესებს. იმ ინფორმაციის ხარისხს, რომელიც ქვეყნდება საიტებზე sputnik.az და ru.sputnik.az, განსაზღვრავს როგორც მისი ჟურნალისტების მაღალი კვალიფიკაცია, ასევე მულტიმედიური ფორმატების გამოყენება. საიტი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეო– და ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ–ეთერს, ინტერნეტ–გამოკითხვას. ოპერატიული ახალი ამბების გარდა Sputnik–ი საკუთარ აუდიტორიას აგრეთვე ანალიტიკურ მასალებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და ექსპერტთა შეფასებებს სთავაზობს. 

 Sputnik-ი (sputniknews.com)– საინფორმაციო სააგენტო და რადიოა მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათეულობით ქვეყანაში. Sputnik-იმოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დამატებებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. ხელმომწერებისთვის Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები სადღეღამისო რეჟიმით გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0