მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ოთხშაბათს გაემგზავრა. იგი მინაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში და ასევე დაესწრება დელეგაციათა საპატივცემულოდ გამართულ მიღებებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან რიგაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 21 მაისს. 

„ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერზინშს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით“, – ნათქვამია  განცხადებაში. 

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომელიც 21–22 მაისს იმართება, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ლატვიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.  

როგორც ბერზინშმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, „ლატვიის მხრიდან საქართველოს ჰქონდა, აქვს და მუდამ ექნება სრული მხარდაჭერა“. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ლატვიას შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავების საკითხზე. 

„პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა რომ საქართველომ 2015 წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ოთხშაბათს გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში და ასევე დაესწრება დელეგაციათა საპატივცემულოდ გამართულ მიღებებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვა ევროპელი სოციალისტების პარტიის ფორუმზეც.

ამას გარდა, ღარიბაშვილი შეხვდება იტალიის პრემიერ–მინისტრს მატეო რენცის (Matteo Renzi), შვედეთის პრემიერ–მინისტრს სტეფან ლოფენს (Stefan Lofven), ბელგიის პრემიერ–მინისტრს შარლ მიშელს (Charles Michel), ხორვატიის პრემიერ–მინისტრს ზორან მილანოვიჩს (Zoran Milanovic), სლოვენიის პრემიერ–მინისტრს მირო ცერარს (Miro Cerar), ბულგარეთის პრემიერ–მინისტრს ბოიკო ბორისოვსა (Boyko Metodiev Borissov) და საბერძნეთის პრემიერ–მინისტრს ალექსის ციპრასს (Alexis Tsipras). 


ყველა ახალი ამბავი
0