თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შერბილება ევროკავშირის მხრიდან ჯერ შეუძლებელია, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, იუწყება ხუთშაბათს სააგენტო РИА Новости.
რიგაში ხუთშაბათსა და პარასკევს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება.
„ სავიზო რეჟიმის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ ყველა აუცილებელი პირობა შესრულდება. ევროპულმა კომისიამ წარმოადგინა მოხსენება, რომ უკრაინამ და საქართველომ დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს ამ საკითხში, მაგრამ ეს ძალისხმევა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ სიტუაცია მთლიანობაში გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მერკელმა.