პროკურატურა შესაძლებელია ბუბა კუდავას საქმიანობით დაინტერესდეს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიდროშა
დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები 18 მაისს დაწყებულ გაფიცვას აგრძელებენ და აპროტესტებენ, რომ თავად არ მიეცათ ხელმძღვანელის არჩევის უფლება.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ბუბა კუდავას საქმიანობით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს, განაცხადა ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ხუთშაბათს, 21 მაისს.

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებმა 18 მაისიდან გაფიცვა დაიწყეს და ამ დრომდე განაგრძობენ გაფიცვას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ ხელმძღვანელი. ახალი დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, სანიკიძემ მას შემდეგ დანიშნა, რაც ის განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ აირჩია და დაამტკიცა. შესაბამისი კონსულტაციები სანიკიძემ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც გაიარა. 

 „ აუცილებლობის შემთხვევაში აუდიტის სამსახური საჭირო რეკომენდაციებს გაგვიწევს. დღეს ჩვენ უკვე გვექნება ანგარიშის საბოლოო ვერსია, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება. დარღვევები არის, არის შეკითხვებიც, მიმდინარეობს სისტემური ხასიათის დარღვევებზე დაკვირვებაც, რომლებიც არა მხოლოდ უნდა გამოსწორდეს, არამედ შეიცვალოს კიდეც. საინტერესო იქნება იმიტომ, რომ მრავალი წლის მანძილზე ცენტრში არ ჩატარებულა აუდიტი“, – განაცხადა  სანიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

როგორც მანამდე აღნიშნა მინისტრმა, თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის პოსტს, ერთ–ერთი მათგანი აუცილებლად ზაზა აბაშიძეა. ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ „შეუცვლელი არავინაა“.

ზაზა ბაშიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს შეუდგეს საკუთარი მოვალეობების შესრულებას მანამ, სანამ ხელნაწერთა ცენტრში გაფიცვა გრძელდება და „მისი იქ დანახვა არ სურთ“.


ყველა ახალი ამბავი
0