გერმან გრეფი: რუსეთში კრიზისის მწვავე ფაზამ ჩაიარა

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშისბერბანკი
სბერბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
”სბერბანკის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ გერმან გრეფმა ასტანის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში განაცხადა, რომ დარწმუნებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ რუსეთის ეკონომიკაში მწვავე კრიზის ფაზა უკვე ჩავლილია.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში კრიზისის მწვავე ფაზამ ჩაიარა, მიიჩნევს რუსეთის უმსხვილესი ბანკის – ”სბერბანკის”  მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გერმან გრეფი, იუწყება სააგენტო РИА Новости.

”დღეს დარწმუნებით ლაპარაკი არ შეგვიძლია, მაგრამ ჩემი აზრით, კრიზისის მწვავე ფაზამ ჩაიარა”, —  განუცხადა ჟურნალისტებს გრეფმა ასტანის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.

როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა გასულ კვირას განაცხადა, რუსული ეკონომიკა რთულ, მაგრამ არაკრიზისულ ვითარებაშია და უარესი სცენარი არ განვითარდა. მისი აზრით, კრიზისზე მუდმივი აპელირება უკვე უადგილოა, აუცილებელია განვითარების დღის წესრიგზე გადასვლა.

”როსსტატის” მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში წლიური მონაცემებით სამრეწველო წარმოების დაცემა მარტში არსებული 0,6%–დან აპრილის თვეში 4,5%-მდე დაჩქარდა. ყოველთვიურ მონაცემებში, სეზონურობის გამოკლებით, მაჩვენებელი 1,6%-ით დაეცა ერთი თვის წინანდელი 0,4%-ით ზრდის საწინააღმდეგოდ. 

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სამრეწველო წარმოების ზრდის განახლებას მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ელოდება. ამის შესახებ უფრო ადრე მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა. ბოლო, დაზუსტებული პროგნოზით რუსეთის  ეკონომიკის  სამინისტრომ  სამრეწველო წარმოების დაცემის შეფასება 2015 წელს 1,6%-დან 1,3%-მდე გააუმჯობესა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0