რიკოთის გვირაბი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დაიკეტება

© photo: Sputnikრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით - უღელტეხილის საშუალებით განხორციელდება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ  რიკოთის გვირაბში 22 მაისს, ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალა.

”საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან  07:00 სთ–მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, — აღნიშნულია ხუთშაბათს, 21 მაისს დეპარტამენტის განცხადებაში. 

ტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით — უღელტეხილის საშუალებით განხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0