მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ფინანსური მაიდნის” მონაწილეებმა კიევის ორი ცენტრალური გზა გადაკეტეს

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიმიტინგი კიევში
მიტინგი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიტინგის მონაწილეები უსტვენენ, პოლიეთილენის ბოთლებს ისვრიან და არ უშვებენ ამ ქუჩებზე მოძრავ ავტომობილებს. ამ დროისთვის გადაკეტილი ქუჩების რაიონში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ეგრეთ წოდებული ”ფინანსური მაიდნის” მონაწილეებმა კიევის ორი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, იუწყება სააგენტო РИА Новости.

”ფინანსური მაიდნის” რამდენიმე ათეული მონაწილე გრუშევსკის, ინსტიტუტსკაიას და შელკოვიჩნაიას ქუჩებზე გავიდნენ და მოძრაობა გადაკეტეს. ბევრი მათგანი ასფალტზე დაჯდა. მიტინგის მონაწილეები უსტვენენ, პოლიეთილენის ბოთლებს ურტყამენ და არ უშვებენ ამ ქუჩებზე მოძრავ ავტომობილებს. ამ დროისთვის გადაკეტილი ქუჩების რაიონში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იმყოფებიან. მომიტინგეები აგრესიულად იქცევიან, მაგრამ  ძალადობის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

”ფინანსური მაიდნის” წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა კიევში მიტინგებს მართავენ, მათ შორის უკრაინის ეროვნული ბანკის და პარლამენტის შენობებთან. ისინი პრობლემური ბანკების მეანაბრეებისთვის ფულის დაბრუნებას ასევე ეროვნული ბანკის მმართველის ვალერია გონტარევას გადადგომას მოითხოვენ. მომიტინგეებმა კიევის ცენტრალური ქუჩები რამდენჯერმა გადაკეტეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ფინანსური მაიდნის” 11 წარმომადგენელი უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტის შენობასთან შიმშილობს.

ამჟამად უკრაინა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, რაც მის ეკონომიკასა და საბიუჯეტო სფეროზე აისახება. ქვეყანა, პრაქტიკულად, დეფოლტის ზღვარზეა. უფრო ადრე უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ 2015 წელს ქვეყნის წინაშე ”გადარჩენის” ამოცანა დგას.


ყველა ახალი ამბავი
0