მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტუსკი გაგებით მოეკიდა ალიევის არყოფნას სამიტზე

გამოწერა
სამშაბათს დილით ბაქოში, აზალდიგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი შენობის ფასადს წაეკიდა. დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო საავადმყოფოში მკურნალობას ამ დრომდე გადის 54.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა თანაგრძნობა გამოუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის გამო და გაგებით მოეკიდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მის არყოფნას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

„დღეს დილით მე გამოვხატე თანაგრძნობა პრეზიდენტ ალიევისა და ბაქოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. ვწუხვარ, რომ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ხელი შეუშალა პრეზიდენტ ალიევს დასწრებოდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს რიგაში დღეს და ხვალ. მესმის, რომ ამ რთულ მომენტში ის აუცილებლად უნდა იყოს თავის ხალხთან ერთად“, – ნათქვამია ტუსკისა და ალიევის სატელეფონო საუბრის თაობაზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში.  

ტუსკმა აღნიშნა, რომ მათ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს: „ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულებები ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორობის განვითარების საქმეში. ჩვენ მივესალმებით, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება“, – ნათქვამია კომუნიკეში. 

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მიიღო პეზიდენტ ალიევის მიწვევა ბაქოში. 

სამშაბათს დილით ბაქოში, აზალდიგის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი შენობის მოპირკეთებას წაეკიდა. დაიღუპა 16 ადამიანი. საავადმყოფოში ჯერ ისევ რჩება 54 კაცი.  ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის“, „თანამდებობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა“ და „დაუდევრობის“ მუხლებით. 

მანამდე სააგენტო „აზერტაჯი“ პრეზიდენტის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებში თანაშემწის ალი ჰასანოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ალიევი ვერ შეძლებდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე დასწრებას, ვინაიდან პრეზიდენტის გრაფიკი ძალზე გადატვირთული იყო პირველი ევროპული თამაშების მოსამზადებელი სამუშაოების გამო. 


ყველა ახალი ამბავი
0