თბილისში მე-20 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2015 გაიხსნა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia. პარტნიორები არიან: Tuyap Fairs and Exhibitions Organization Inc. - თურქული და გერმანული ეკონომიკური გაერთიანება ”ექსპო გერმანია”.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ოთხშაბათს, 20 მაისს, თბილისის საგამოფენო დარბაზში ExpoGeorgia მშენებლობის და ინტერიერის მე-20 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2015 გაიხსნა.

საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილია 200-ზე მეტი კომპანია 21 ქვეყნიდან: საქართველო, ბელორუსია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ლატვია, თურქეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, საფრანგეთი, დანია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ირანი, ჩინეთი, ავსტრია და ინდონეზია.

ინფორმაციის თანახმად, გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებებია: მშენებლობა და სამშენებლო მასალები; მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა; არქიტექტურა და პროექტირება; ელექტრონული და მექანიკური სისტემები; დეკორი და ინტერიერი; კონდიცირებისა  და გაციების სისტემები; ლანდშაფტური დიზაინი.

გამოფენის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლები მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს და მომსახურეობას შესთავაზებენ: სამშენებლო მასალების ფართო სპექტრი, აბაზანები, აუზები, სანტექნიკა, გათბობის და კონდიცირების სისტემები, განათება და ელექტროაღჭურვილობა და მრავალი სხვა.

გამოფენის პარალელურად, რომელიც 4 დღე გაგრძელდება, კომპანიები პრეზენტაციებს გამართავენ.

გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia. პარტნიორები არიან: Tuyap Fairs and Exhibitions Organization Inc. — თურქული და გერმანული ეკონომიკური გაერთიანება ”ექსპო გერმანია”.


ყველა ახალი ამბავი
0