მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის გამო რიგაში მოძრაობა პარალიზებულია

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა სრულად შეზღუდულია ხიდზე „კამენნი“, რომელიც რიგის ცენტრალურ რაიონში დაუგავის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს აკავშირებს ერთმანეთთან. „ვანტოვის“, „ოსტროვნოის“ და „იუჟნი“ ხიდები ვერ უმკლავდებიან სატრანსპორტო დატვირთვას, რაც მრავალკილომეტრიან საცობებს იწვევს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. რიგის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის გამო, რომელიც ლატვიის დედაქალაქში  ხუთშაბათს იმართება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მოძრაობა სრულად შეზღუდულია ხიდზე „კამენნი“, რომელიც რიგის ცენტრალურ რაიონში დაუგავის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს აკავშირებს ერთმანეთთან. „ვანტოვის“, „ოსტროვნოის“ და „იუჟნი“ ხიდები ვერ უმკლავდებიან სატრანსპორტო დატვირთვას, რაც მრავალკილომეტრიან საცობებს იწვევს. ასევე მნიშვნელოვნადაა შეზღუდული მოძრაობა ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამიტის უმეტესი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.

 „რიგაში ასევე შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც“, – განაცხადეს ქალაქ რიგის საკანონმდებლო ორგანოში.

 „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – ეს არის ევროპულ და კავკასიურ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების თანამშრომლობის განვითარების ევროკავშირის პროექტი, რომელშიც მონაწილე ექვსი ქვეყნიდან სამმა –  უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი სამიტი 2009 წელს პრაღაში  გაიმართა, 2015 წელს  რიგაში გამართული სამიტი – მეოთხე.

სამიტის მუშაობას ხუთშაბათს საღამოს საქმიანი ვახშმით დაიწყება. მანამდე, დღის განმავლობაში ბიზნეს–ფორუმი გაიმართება. სამიტთან დაკავშირებით ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაშიც გარკვეული შეზღუდვებია მოსალოდნელი.


ყველა ახალი ამბავი
0