მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მერკელი: რიგის სამიტი არ გახლავთ ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი არ გახლავთ ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი, განაცხადა ხუთშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი არ გახლავთ ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი. ჩვენ არ უნდა გამოვიწვიოთ ხელოვნური მოლოდინები, რომლებსაც მერე ვერ შევასრულებთ. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. მე ვცდილობ ეს მოსაზრება ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებსაც გავაგებინო“, – განაცხადა კანცლერმა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე გამგზავრების წინ  პარლამენტში გამოსვლისას. 

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან ბოლო სამმა სახელმწიფომ გასულ წელს უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შეთნხმებას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0