მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

2015 წელს ესპანეთი პლაჟების სისუფთავით მსოფლიო ლიდერი გახდა

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთი
ესპანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის მსოფლიოს ყოველი მე–6 პლაჟი, რომელიც „ლურჯი დროშით“ არის მონიშნული, ესპანეთში მდებარეობს. ყველაზე მაღალი შეფასება გალისიამ მიიღო (131 პლაჟი), მეორე ადგილზეა ვალენსია (120 პლაჟი), ხოლო მესამეზე – კატალონია (89 პლაჟი და ნავმისადგომი).

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. „ლურჯი დროშა“ 2015 წელს ესპანეთის დაახლოებით 600–მა პლაჟმა მიიღო, რისი წყალობითაც ქვეყანამ წყლის სისუფთავით, პლაჟებისა და ნავმისადგომების ეკოლოგიურობის დონით პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება  რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პორტალის prohotel.ru ბმულით.

 „ლურჯი დროშა“ ტრადიციულად ყოველ წელს მსოფლიოს ყველაზე სუფთა პლაჟებს საზაფხულო სეზონის წინ გადაეცემათ. დაჯილდოების პროცესს  ეკოლოგიური განათლების ფონდი (FEE) აკონტროლებს, რომელიც 1987 წლიდან მსოფლიოს წყლებისა და სხვადასხვა პლაჟების ხარისხს ამოწმებს. 

2015 წელს „ლურჯი დროშა“ ესპანეთის 577–მა პლაჟმა მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე უკეთესი შედეგია. ამავე წელს ესპანეთმა საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა, ქვეყნის შიგნით ყველაზე სუფთა პლაჟების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4 ერთეულით გაზარდა.

დღეისათვის მსოფლიოს ყოველი მე–6 პლაჟი, რომელიც „ლურჯი დროშით“ არის მონიშნული, ესპანეთში მდებარეობს. ყველაზე მაღალი შეფასება გალისიამ მიიღო (131 პლაჟი), მეორე ადგილზეა ვალენსია (120 პლაჟი), ხოლო მესამეზე – კატალონია (89 პლაჟი და ნავმისადგომი).

ყველაზე სუფთა პლაჟების მქონე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს.  თურქეთში ეკოლოგიური ჯილდოთი მონიშნულია 436 პლაჟი. მესამე ადგილს კი საბერძნეთი იკავებს 395 პლაჟისთვის მიღებული „ლურჯი დროშით“. მას სულ ოდნავ ჩამორჩება საფრანგეთი, სადაც 379 ასეთი პლაჟია. 2015 წელს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში „ლურჯი დროშა 2015“, ჯამში 4159 პლაჟი და ნავმისადგომი მოინიშნა საერთაშორისო ეკოლოგიური სერთიფიკატით.

 „ლურჯი დროშა“ განსაკუთრებული ჯილდოა, რომელიც პლაჟის ეკოლოგიურობის მაღალ დონეს ასახავს. ჯილდოს გადაცემა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ხდება: წყლის ხარისხი, პლაჟზე მომსახურებების უსაფრთხოების ხარისხი (დამსვენებელთათვის საჭირო აღჭურვილობის კომფორტულობა და უსაფრთხოება), ეკოლოგიური ინფორმაცია და ეკოლოგიური მენეჯმენტი.


ყველა ახალი ამბავი
0