ევროპელები და ამერიკელები ალტერნატიული მოსაზრების მოსასმენად მზად არიან

© RIA Novosti . Григорий Сысоевბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვას სააგენტო ICM Research ატარებდა ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკის“ დაკვეთით 2015 წლის 20 მარტიდან 9 აპრილამდე პერიოდში. გამოიკითხნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და აშშ–ის მოქალაქეები.

მოსკოვი, 19 მაისი – Sputnik. ევროპელი და ამერიკელი რესპონდენტების უმეტესობამ, რომლებიც ცნობილმა ბრიტანულმა სააგენტომ ICM Research –მა გამოკითხა „Sputnik.Мнения–ს“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, განაცხადა, რომ სურვილი აქვთ ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ მოსაზრებებზე მსხვილი საერთაშორისო მოვლენების თაობაზე. მათ ასევე აინტერესებთ რუსული მედია-საშუალებების თვალსაზრისიც, იუწყება „სპუტნიკის“ პრეს–სამსახური.  Sputnik. 

შეკითხვას „რამდენად საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ხელი მიგიწვდებოდეთ ალტერნატიულ მოსაზრებებზე საერთაშორისო მოვლენების თაობაზე, მაგალითად, რუსული მედიის მოსაზრებებზე“, გამოკითხული ევროპელებისა და ამერიკელების 60%–მა უპასუხა, რომ სურთ მედიაში იხილონ განსხვავებული მოსაზრებები რეზონანსულ საერთაშორისო მოვლენებზე. 

გამოკითხვას სააგენტო ICM Research ატარებდა ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკის“ დაკვეთით 2015 წლის 20 მარტიდან 9 აპრილამდე პერიოდში. გამოიკითხა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და აშშ–ის 5001 მოქალაქე (აქედან 1001 რესპონდენტი  საბერძნეთიდან, დანარჩენი  ქვეყნებიდან ათას–ათასი). გამოკითხვისთვის შერჩეულები წარმოადგენდნენ საკუთარი ქვეყნების მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. 

მედია-საშუალებებში მსოფლიოს მრავალპოლარული სურათის ასახვის ყველაზე მაღალი მოთხოვნილება საბერძნეთის მაცხოვრებლებმა გამოხატეს – რესპონდენტთა 81%. საერთაშორისო მოვლენების თაობაზე ალტერნატიული მოსაზრებებით, კერძოდ, რუსული მედიის თვალსაზრისით დაინტერესება გამოხატა აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში – გამოკითხულთა უმრავლესობამ (აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში 57% და 55% გერმანიაში). საფრანგეთში ამ მაჩვენებელმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 49% შეადგინა.  

ცნობა პროექტზე „Sputnik.Мнения“: საერთაშორისო  პროექტი, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს, 2014 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია ICM Research. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში.

 Sputnik (sputniknews.com) – ახალი ამბების სააგენტო და რადიო –  მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით – ათობით ქვეყანაში. Sputnik–ი მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 


ყველა ახალი ამბავი
0