თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი ირწმუნება, რომ ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება რუსეთს არ დააზარალებს, განაცხადა სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ევროკავშირი — ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ურთიერთობებმა აუცილებლად გაითვალისწინოს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების არსებობა და ეს ურთიერთობები მიმართული იყოს ამ პროცესების ჰარმონიზაციისკენ და არა ურთიერთდაპირისპირებისკენ.
”სამწუხაროდ არსებობს დაპირისპირება, მცდელობა წარმოაჩინონ სიტუაცია ”ან ისე – ან ასე” და როგორც თამაშს ნულოვანი შედეგით, არასასურველ, არახელსაყრელ შედეგებამდე მივყავართ. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეს ესმით, მათ ჩვენ დაგვარწმუნეს – მათ შორის ეს გააკეთა ფედერიკა მოგერინიმაც გუშინ ჩემთან მოლაპარაკებებისას – რომ ”აღმოსავლეთ პარტნიორობა" განვითარდება არა რუსეთის ინტერესების საზიანოდ",– განაცხადა ლავროვმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შედეგების საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
”სიტყვები სწორია, მაგრამ ვისურვებდით, რომ ეს სიტყვები კონკრეტული საქმეებით გამყარდეს”, — დასძინა მან.