თბილისი, 19 მაისი – Sputnik. წყალქვეშ მილების ჩამწყობი იტალიური გემი Saipem სამუშაოებს ”თურქული ნაკადის” მშენებლობისთვის შავ ზღვაში წყალმარჩხობის პერიოდში ივნისის პირველ დეკადაში დაიწყებს, იუწყება ”გაზპრომის” გამგეობის წევრის ოლეგ აკსიუტინის ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
”ჩვენ კომპანია Saipem-თან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. სამუშაოებს, ორი გემი შეასრულებს იმის მიხედვით თუ როგორი პირობები იქნება მილების ჩალაგების კუთხით. სამუშაოები წყალმარჩხობის პერიოდში ივნისის პირველ დეკადაში დაიწყება”, — განაცხადა აკსიუტინმა.