თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ერევნის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასი ბრწყინვალედ გამოვიდა ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოში, განაცხადა პანტომიმის თეატრის რეჟისორმა ჟირაირ დადასიანმა, იუწყება სააგენტო Новости-Армения.
„სპექტაკლი „შერანიკი“, რომელიც ფესტივალზე წარვადგინეთ, გარდა იმისა, რომ მაყურებელმა თბილად მიიღო, ასევე დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრებით ფესტივალის ორგანიზატორების მიერ“, – განაცხადა დადასიანმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე.
2015 წლის 13–22 მაისს თბილისში ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. მასში მონაწილეობენ საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, ქუთაისის პანტომიმის თეატრი და ფესტივალის სტუმრები გერმანიიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან.
როგორც დადასიანმა აღნიშნა, ქართველი მაყურებლები გამოტყდნენ, რომ „შირანიკმა“, რომელშიც შესულია ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან, ჩააფიქრა ისინი სომეხი და ქართველი ხალხების საერთო ისტორიაზე.
„ჩვენი ქართველი კოლეგები აპირებენ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახადონ. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ პანტომიმის საერთაშორისო დღის დაარსების თაობაზე“, – თქვა დადასიანმა.
ისტორიულ დადგმას „შერანიკი“ საფუძვლად დაედო XIII საუკუნის სომხური მინიატურების მეტყველი სურათები სასწაულებრივად შემონახული ახპატის სახარებიდან.