თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მოსკოვის საოლქო დუმის დეპუტატებმა სახელმწიფო დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, სახელის შეცვლის შემთხვევაში, დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა შეეძლებათ. გამონაკლისი, სურვილის შემთხვევაში, პასპორტია, იუწყება სააგენტო РИА Новости.
ინიციატივის ავტორების განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეობრივი მდგომარეობის ადრე შედგენილ ზოგიერთ აქტებში ცვლილებების შეტანა მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, ქორწინების მოწმობაში, თუ ქორწინება უკვე გაუქმებულია. ავტორები განმარტავენ, რომ მოქალაქეებს პრობლემები მატერიალური თვალსაზრისითაც ექმნებათ, რადგანაც თითოეული შეცვლილი დოკუმენტისთვის სახელმწიფო ბაჟია გადასახდელი.
”კანონპროექტით… შედის ცვლილება, რომელიც ადგენს, რომ სახელის ცვლილების შესახებ აქტის ჩანაწერის საფუძველზე ცვლილებები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ყველა ჩანაწერში, რომლებიც ადრეა შედგენილი იმ პირთან მიმართებით, რომელმაც სახელი შეიცვალა, არ შევა, არამედ მხოლოდ აქტების მარტო იმ ჩანაწერებში, რომლებში ცვლილებების შეტანაც თავად განმცხადებელს სურს” — აღნიშნულია განმარტებით მინაწერში.
ამასთან, სავალდებულო რჩება ცვლილებების შეტანა არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობაში, თუ მათმა მშობლებმა სახელი შეიცვალეს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მოსკოვის ოლქში 2012 წელს საკუთარი სახელი 4,8 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიცვალა, 2013 წელს — 5 ათასზე ოდნავ მეტმა.
უფრო ადრე პოდმოსკოვიეს პარლამენტის პრეს-ცენტრში განმარტეს, რომ ინიციატივის თანახმად, თუ ადამიანი სახელის გამოცვლის შემდეგ მხოლოდ პასპორტს გამოცვლის, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებს უწინდელი სახით დატოვებს, ძველი სახელით არსებული დოკუმენტების იურიდიული ძალის დასამტკიცებლად მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერების განყოფილებიდან გაცემული ცნობის გამოყენება შეეძლებათ.