დიასპორის დღეს საქართველოში მაისის ბოლოს აღნიშნავენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ჩატარება – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, რომლის მიზანიც დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

თბილისი,19 მაისი – Sputnik. დიასპორის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში 27–29 მაისს ჩატარდება, იუწყება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ღონისძიების ფარგლებში, 27 მაისს დაგეგმილია პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ ჩატარება.

 „ფორუმი მიზნად ისახავს სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. 

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ცერემონიის შემდეგ, მონაწილენი დაიყოფიან ინტერესთა სფეროების – ჰუმანიტარული და სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერების, მედიცინის, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორული ინვესტიციების, მედიისა და ისტორიული დიასპორის ჯგუფებად.

დიასპორის დღის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები – საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან შეხვედრა და სამშობლოში განხორციელებულ ინოვაციათად გასაცნობი ტური.


ყველა ახალი ამბავი
0