საქართველოს პრემიერმა აჭარის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Rekan Group Georgia ბათუმის ახალ ბულვარში 50 მილიონ დოლარად ღირებულ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, „ორბი ჯგუფი“ კი 30 მილიონ დოლარად ღირებულ სასტუმროსა და აპარტამენტებს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში 2012 წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა და 276,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა სამთავრობო პროექტ  „ძლიერი რეგიონი — ძლიერი საქართველოსათვის“ ფარგლებში, ბათუმში სასტუმრო Hilton Batumi —ში შედგა, სადაც პრემიერმა აჭარის ეკონომიკური პოტენციალი წარმოადგინა. 

 მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 42%-ით გაიზარდა. 2013 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი დოლარი შეადგინა.

 "რეალიზაციის პროცესში მყოფი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონს შეადგენს“ — განაცხადა ღარიბაშვილმა.

 საქართველოს მთავრობის მეთაურის ცნობითვე, Rekan Group Georgia ბათუმის ახალ ბულვარში 50 მილიონ დოლარად ღირებულ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, „ორბი ჯგუფი“ კი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე —  30 მილიონ დოლარად ღირებულ სასტუმროსა და აპარტამენტებს. 

 პრემიერის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროექტის მიზანია ქვეყნის რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც კერძოდ საწარმოების აღდგენასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. 

 საქართველოს პრემიერ მინისტრი ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების ხელმძღვანელებს შეხვდა. 


ყველა ახალი ამბავი
0