მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირში მიიღო

© фото - public domainზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადეიშვილმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი დევნას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები უდევს და სწორედ ეს გახდა მისი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზი.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მთავრობას უწევს კონსულტაციებს, განაცხადა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ქვეყანამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 

„ჩემი ოჯახი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მე პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე. საქართველოში ბინა გავყიდე. ჩემი ახლობლები რა თქმა უნდა შეწუხებულნი არიან იმით, რომ არ არიან სამშობლოში. ეს სტრესია ჩემი შვილებისათვის“, — განუცხადა ადეიშვილმა უკრაინულ პორტალ  "Главком" —ს.

რაც შეეხება მის სამართლებრივ დევნას საქართველოში, ადეიშვილმა აღნიშნა, რომ მას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები უდევს და სწორედ ეს გახდა მისი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზი.

 „ფორმალურად მე ბრალი დამდეს იმაში, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულთა უფლებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს პენიტენციარული სისტემა არ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი“ — განაცხადა ადეიშვილმა.

 მან ასევე ისაუბრა სამსახურზე უკრაინაში, სადაც 2014 წლის ოქტომბერში ჩავიდა.

„ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე მოთხოვნა არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის. უკრაინაში მე და ჩემი გუნდი გასული წლის ოქტომბერში მოგვიწვიეს. ამ ხნის მანძილზე მე დავეხმარე გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს (НАБУ). ჩვენ ვმუშაობდით ბიუროს დოკუმენტაციაზე, წარვადგინეთ შესწორებები კანონებში, ვნერგავთ გამოძიების თანამედროვე მეთოდებს“, — აღნიშნა ადეიშვილმა. 

 საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სარგებელის მიღების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის ორგანიზებასა და პროვოცირებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიცირებაში. 2013 წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ყველა ახალი ამბავი
0