საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გადადგა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაჟა ფანჩულიძემ გადადგომის შესახებ განცხადებით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს უკვე მიმართა

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე 18 მაისს, ორშაბათს, თანამდებობიდან გადადგა.

 ფანჩულიძემ თანამდებობიდან განთავისუფლების თხოვნით, პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს უკვე მიმართა.

 აღნიშნულ თანამდებობაზე ვაჟა ფანჩულიძე 2014 წლის ივლისში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნა. 

 ვინ შეცვლის ფანჩულიძეს ამ პოსტზე ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0