23 მაისს საქართველოში დიპლომატიური ტური იწყება

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მიზანია - გააცნონ დიპლომატებს საქართველოს კულტურული ფასეულობები, ისტორია და ტრადიციები. ასევე ქვეყნის მიღწევები, რეფორმები და პროგრესი.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 23-26 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს დიპლომატიურ ტურს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები.

 წლევანდელი დიპლომატიური ტური მთლიანად საქართველოს ზღვისპირეთს დაეთმობა.

„დიპლომატიური ტური ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მას უკვე მესამედ ატარებს“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

 ღონისძიების მიზანია — გააცნონ  დიპლომატებს საქართველოს კულტურული  ფასეულობები, ისტორია და ტრადიციები. ასევე  ქვეყნის მიღწევები, რეფორმები და პროგრესი.

 არსებული ტურის ფარგლებში საქართველოს  22 არარეზიდენტი ელჩი ეწვევა.

 23 მაისს ტურის მონაწილეებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის სახელით მიღება გაიმართება. 24 მაისს დიპლომატები გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზზე და მოინახულებენ სოფელ ხურვალეთს (შიდა ქართლის რეგიონი).

 შემდეგ იგეგმება მათი გამგზავრება ბათუმში, სადაც დაგეგმილია „აჭარის კონფერენცია“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დიპლომატიური ტურის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას აჭარის რეგიონის თაობაზე, მისი საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. დიპლომატები ასევე აჭარის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.

 «ჩვენ წელსაც, ისევე როგორც შარშან, დიპლომატიური ტურის მონაწილეების გადასაადგილებელ საშუალებად ვიყენებთ საქართველოს რკინიგზას“-აღნიშნა კერესელიძემ.

დიპლომატიური ტურის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რკინიგზა.


ყველა ახალი ამბავი
0