თბილისი, 18 მაისი — Sputnik. გაერთიანებული არაბთა ემირატების ეკონომიკის მინისტრი სულთან ბენ საედ ალ მანსური (Sultan bin Saeed Al Mansouri) საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით 19 მაისს ეწვევა — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
კერესელიძის თქმით, საქართველოს ასევე მსხვილი არაბული კომპანიების ხელმძღვანელები ეწვევიან, რომლებიც ბიზნეს-ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
„19 მაისს გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, რომლის ფარგლებში არაბი ბიზნესმენები განიხილავენ საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის საკითხებს“ —განაცხადა კერესელიძემ.