ქართველ სტუდენტებს რუსული ენის კურსების დამთავრებისათვის დიპლომები გადაეცათ

გამოწერა
სტუდენტებისთვის, რომლებმაც საქართველოში რუსული ენის კურსები გაიარეს, დიპლომების გადაცემის ცერემონია, პარასკევს 15 მაისს, „რია–ნოპვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა.

სტუდენტებისთვის, რომლებმაც საქართველოში რუსული ენის კურსები გაიარეს, დიპლომების გადაცემის ცერემონია, პარასკევს 15 მაისს,  „რია–ნოპვოსტის“  თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართა. 

რუსული ენის კურსები პროექტის ”ცოდნა — საუკეთესო ხიდია” ფარგლებში, ”ერეკლე მეორის საზოგადოების” ინიციატივითა და ფონდ ”რუსული სამყაროს” ფინანსური მხარდაჭერით  გაიმართა. 

პროექტში მონაწილეობა 120-მა  ადამიანმა მიიღო. ხუთი საუკეთესო სტუდენტი რუსი კლასიკოსების — ალექსანდრ პუშკინისა  და ლევ ტოლსტოის თხზულებათა კრებულებით დააჯილდოეს.

მეცადინეობები რვა თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ტარდებოდა. სტუდენტებმა შეისწავლეს რუსული ენა, ლიტერატურა და რუსეთის ისტორია. პროექტის პირობების თანახმად, ლექციების კურსის მოსმენა შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0