მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

გამოწერა
მინისტერიალზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 19 მაისს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 125-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

 სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, სიტყვით მიმართოს დამსწრე საზოგადოებას.

 „მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ევროპაში არსებული კონფლიქტები, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე“ — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.  

 გარდა ამისა, მინისტერიალზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

„ასევე მიღებულ იქნება გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე“- განაცხადა კერესელიძემ.


ყველა ახალი ამბავი
0