თბილისი,18 მაისი – Sputnik. მოსკოვი მზადაა განაგრძოს დიალოგი და მსჯელობა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ვაშინგტონთან ურთიერთობაში არსებობს, კერძოდ, სამხედრო–პოლიტიკურ სფეროში, განუცხადა სააგენტოს РИА Новости რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრის შემდეგ.
„შევხვდი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს, რომელიც მოსკოვში სერგეი ლავროვისა და ჯონ კერის მოლაპარაკებების განსაგრძობად ჩამოვიდა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი ურთიერთობის პრობლემურ ასპექტებსა და ზოგიერთ საერთაშორისო პრობლემაზე. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მდგომარეობა ამ მხრივ არადამაკმაყოფილებელია, თუმცა მზად ვართ განვაგრძოთ დიალოგი და მსჯელობა ყველა არსებულ პრობლემაზე, იქნება ეს სამხედრო–პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული სფერო. ჩვენ არ ვეჭიდებით ასეთი დიალოგის წარმოების ამა თუ იმ საორგანიზაციო ფორუმს, მაგრამ ის აუცილებელია“, – თქვა რიაბკოვმა.