მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე გაემგზავრება

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინიშთან.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 21-22 მაისს რიგაში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის თაობაზე ორშაბათს, 18 მაისს, ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

”სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრემიერი შეხვდება ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდრის ბერზინს”, — განაცხადა კერესელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გაწეული მუშაობისთვის დადებითი შეფასების მიღების იმედი აქვს.

” ჩვენ არ ვიცით დეკლარაციის ტექსტი და რა ჩაიწერა მასში. იქამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება დადებითად შეფასებული და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის მხარდაჭერას და კმაყოფილებას  საქართველოს მთავრობის  მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით”, — განაცხადა კერესელიძემ.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება  ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინის (Federica Mogherini), სიტყვით გამოვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე, მონაწილეობას მიიღებს  „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

როგორც ადრე თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” მორიგ სამიტს ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი პოლიტიკური ასოციაციის და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული მხარე  იმედს გამოთქვამს სამიტის მსვლელობისას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0