მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველო და ავსტრია თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიჰაინც ფიშერი
ჰაინც ფიშერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგმება ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება, რომელზეც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის (Heinz Fischer) ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი. ამის შესახებ ორშაბათს, 18 მაისს ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

ავსტრიის პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს (Heinz Fischer) პირველი ლედის მარგიტ ფიშერის (Margit Fischer) თანხლებით საქართველოში ორშაბათს ორდღიანი სახელმწიფო  ვიზიტით  ელოდებიან.

”ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა. ასევე იგეგმება ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება, რომელზეც საქართველოსა და ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული”, — განაცხადა კერესელიძემ. 

დაგეგმილია ფიშერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

 


ყველა ახალი ამბავი
0