სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 33 გრადუსამდე დათბობას გვპირდებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბუნება
ბუნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში თბილისის მაცხოვრებლებს 25-26 გრადუსი სითბო ელოდებათ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში მზიანი და თბილი ამინდი 21 მაისამდე შენარჩუნდება — სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთში 33 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში — 29 გრადუსამდე სითბოს გვპირდებიან.

”იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32-33 გრადუსი იქნება. 32 გრადუსამდე დათბება ზღვისპირა რაიონებშიც. იმერეთის მაღალმთიანეთში სუსტი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი”, — ამის შესახებ ორშაბათს, 18 მაისს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილებაში განაცხადეს.

ნალექი არც აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთთან შედარებით, უფრო ნაკლები — 29 გრადუსი იქნება.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის შეცვლაა მოსალოდნელი — შესაძლებელია წვიმა ჭექა-ქუხილით, ასევე ტემპერატურის 2 გრადუსით დაწევა. 

თბილისის მოსახლეობას უახლოეს დღეებში 25-26 გრადუსი სითბო ელოდება.


ყველა ახალი ამბავი
0