მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვერშბოუ: ნატო საქართველოს წევრობის საკითხში პასიურობას არ იჩენს, მაგრამ...

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსს არავითარ შემთხვევაში არ სურს, პასიურად გამოიყურებოდეს, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია რაიმე ვადის დათქმა, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ.

თბილისი,18 მაისი – Sputnik. საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია არ არის პასიური, მაგრამ საამისოდ კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის, განაცხადა  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ, იუწყება სააგენტომ РИА Новости.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს პასიურად გამოვიყურებოდეთ, თუმცა დღეს მე არ შემიძლია დავასახელო ვადები“, – განაცხადა მან ბუქარესტში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო სესიის მონაწილეების შეკითხვებზე პასუხისას.    

2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას აღუთქვეს რომ მომავალში ისინი გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0