თბილისში საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

© Ирина Парошинаსაავტორო სიმღერის ფესტივალი
საავტორო სიმღერის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარდების სიმღერის რიგით მეორე ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”რუსული კლუბი”, ფინანსური მხარდამჭერი კი ფონდი ”რუსული სამყარო”, საქართველოს დედაქალაქში 12-15 მაისს ჩატარდა.

თბილისი, 17 მაისი –Sputnik. 15 მაისს რუსული სააგენტო ”რია-ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში, თბილისის საერთაშორისო ბარდების სიმღერის ფესტივალის შედეგები მონაწილეებმა შეაჯამეს.

 ბარდების სიმღერის რიგით მეორე ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”რუსული კლუბი” იყო, ფინანსური მხარდამჭერი კი ფონდი ”რუსული სამყარო”, საქართველოს დედაქალაქში 12-15 მაისს ჩატარდა.

 მუსიკალურ საღამოებში, რომლებიც ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობაში გაიმართა, 15 ქვეყნის 15 ბარდი მონაწილეობდა. მათ შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ისრაელი, ლიტვა, ჩეხეთი, რუსეთი, უკრაინა და საქართველო. 

 წელს ფესტივალი ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც ომის პერიოდის სიმღერების შემსრულებელმა სომხეთიდან არტურ აგაჯანოვმა აღნიშნა, ამ იუბილესთან დაკავშირებით მოძმე ქართველი ხალხის წინაშე გამოსვლა და ყველა დაღუპულის ხსოვნის პატივისცემა მისთვის დიდი პატივია. 

 ”მადლობა მინდა გითხრათ ამ წმინდა მიწაზე მოწვევისთვის. პირველად ვარ თბილისში და საქართველო ძალიან თბილად შემხვდა. მაყურებელი არაჩვეულებრივად პოზიტიური, თბილი გყავთ. სწორედ ეს ფესტივალი, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა პრობლემებისა, აერთიანებს სხვადასხვა ეროვნების  ხალხებს”, — განუცხადა ჟურნალისტებს არტურ აგაჯანოვმა.

„იქმნება განწყობა, რომელსაც იმ ადამიანების პოეზია გვკარნახობს, რომლებიც ჩემამდე იყვნენ აქ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მათი თვალებით ვუყურებ ამ ქალაქს. ხოლო ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ და კონცერტზე მოვიდნენ, უბრალოდ თეთრი ფურცლები კი არ არიან, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქმა აღზარდა და ეს უკვე დიდი ტრადიცია და დღესასწაულია. ჩემთვის ეს დღესასწაულია“, — აცხადებს დიმიტრი კიმელფელდი.

 ქართველი მსმენელის გულწრფელობა და კეთილმოსურნეობა ლიტველმა შემსრულებელმა ვიგანტას კაზლაუსკასმაც შეაფასა: ”თბილისში უკვე მეორედ ვარ. შარშანაც ვიყავი ფესტივალზე. ყველაფერი მომეწონა და სიამოვნებით ჩამოვედი მეორედ, რადგანაც აქ კარგი მსმენელია, რომელსაც მოსმენა შეუძლია. ასეთი მსმენელისთვის ყოველთვის გინდა იმღერო”. 

 „ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მსმენელი მზად იყო უფრო მეტისთვისაც. კონცერტების რაოდენობა რომ უფრო გაზრდილიყო, მეტი მსმენელიც მოვიდოდა და არ „ჩავარდებოდა“, დარწმუნებული ვარ ამაში“, – განაცხადა ბელორუსმა პოეტმა და შემსრულებელმა ალექსანდრ ბალმა. 

 ფესტივალის კიდევ ერთმა მონაწილემ რუსეთიდან დიმიტრი ბიკჩენტაევმა ისაუბრა იმაზე,  რომ თბილისის ფესტივალის ორგანიზატორებს სწორი მიმართულება აქვთ აღებული, რადგან სწორედ სიმღერის საშუალებით ამდიდრებენ სულიერად ღონისძიების მონაწილეთ. „მთლიანობაში საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა აღვნიშნო: რა თქმა უნდა თქვენ იცით, რომ რუსეთი საქართველოს ინფორმაციულად მოკვეთილია, ან ეს ინფორმაცია მიეწოდება დამახინჯებული სახით, ისე როგორც ეს რუს პოლიტიკოსებს აწყობთ. ის რომ ამ ფესტივალს ბევრი მონაწილე ესწრებოდა რუსეთიდან, ნიშნავს რომ მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საინფორმაციო საშუალებებით, რომლებიც უკვე ჩაანაცვლა სოციალურმა ქსელებმა, მოხდება „სიმართლის ამოფრქვევა“… და მინდა ვთქვა, რომ ჩემი მეგობრები აქეთ გამოსწევენ, რადგან აქ მზვერავად გამომგზავნეს. უკვე ყველას მობეზრდა თურქეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში სიარული,  აღარ გვინდა დასვენება, უკვე რაღაც სხვა ტურიზმი გვინდა… ისინი ჩემს დაბრუნებას ელოდებიან. და ყველაფერი, რაც შემიძლია ჩემს მეგობრებს და ნათესავებს ვუთხრა: ”ჩადით საქართველოში!”. 

 საავტორო სიმღერის ბაქოს ფესტივალის ორგანიზატორი და სულისჩამდგელი ჯავიდ იმამვერდიევი „შესანიშნავ ტრადიციად“ მიიჩნევს საავტორო სიმღერის ფესტივალის იმ ქალაქში გამართვას, სადაც ცხოვრობდა და სწავლობდა ცნობილი საბჭოთა ბარდი ბულატ ოკუჯავა. „ეს  შესანიშნავია, რომ  ბარდების სიმღერის ფესტივალი ტარდება ქალაქში, სადაც დაიწერა ერთ-ერთი პირველი თანამედროვე საავტორო სიმღერა – «Неистов и упрям, гори, огонь, гори!». ეს ბულატ ოკუჯავას პირველი სიმღერაა, რომელიც მან 1946 წელს, თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერა”, — აღნიშნა ჯავიდ იმამვერდიევმა.

 თბილისის საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისისა და მცხეთის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები. ფესტივალი 15 მაისს საკლუბო კონცერტით, ქართველი მომღერლების: ბესიკ კალანდაძის, ირინა მეღვინეთუხუცესის, თემო საჯაიას, ირმა სოხაძის და სხვათა მონაწილეობით დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0